26 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
დნიპროს შემდეგ ოკუპანტები თავს ხერსონის საცხოვრებელ კვარტალსაც დაესხნენ

ოკუპანტები თავს დაესხნენ ხერსონის საცხოვრებელ კვარტალს. ვრცელდება ინფორმაცია 2 დაჭრილის შესახებ, თუმცა ნანგრევებში კიდევ რჩება რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა ამოყვანასაც ადგილზე მობილიზებული სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ცდილობენ.

ღამით დაიბომბა ქალაქი ნიკოპოლი. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც წყალმომარაგების სატუმბ სადგურს ამარაგებს. 60 ათასი ოჯახი უწყლოდ არის დარჩენილი. იერიში მიიტანეს კრივოიროგზე. დაზიანებულია ათობით კერძო სახლი და მაღალსართულიანი კორპუსი, სკოლები და საბავშვო ბაღები.

ქალაქ დნიპროზე განხორციელებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა, მათ შორისაა 1 მცირეწლოვანი, დაჭრილია 73 ადამიანი. პარალელურად ქალაქში გამოცხადდა 3 დღიანი გლოვა.

ფრონტის ხაზის უმთავრესი წერტილი ახლა ისევ დონეცკის ოლქია.

ვითარება კვლავ მძიმეა ქალაქ ბახმუტსა და სოლედარში, სადაც უკრაინელი მებრძოლები და რუსი ოკუპანტები ტერიტორიის დასაკავებლად იბრძვიან.

 

დღის ამბები