26 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება - თეატრალურმა საზოგადოებამ დღეს წლის საუკეთესო მსახიობები გამოავლინა​

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. ისტორია შორეულ წარსულში იღებს სათავეს, თუმცა არის ტრადიციები, რომელიც არასდროს ირღვევა. დღევანდელი დღე, წელს მოზარდ-მაყურებელთა თეატრში აღინიშნა, რომელიც სპექტაკლ "ოტელოთი" გაიხსნა. მოგვიანებით იყო დაჯილდოებაც - ის რასაც თეატრალური სამყარო მოუთმენლად ელის. გამოვლინდნენ წლის საუკეთესო მსახიობები.

საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, სეზონის მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის პაატა გულიაშვილი დაჯილდოვდა. მან წლის ჯილდო სპექტაკლ "ვენეციელ ვაჭარში" შესრულებული შაილოკის როლისთვის მიიღო.

დღის ამბები