ჩიჩილაკი, გურული ღვეზელი, ტკბილეულის ხონჩა, ღორის ხორცი, ანთებული სანთლები -- ტრადიციულად, ასე დაიწყო კალანდა სოფელ შემოქმედში. კალანდას ტრადიცია დასავლეთ საქართველომ შემოინახა, თუმცა ახალი წლის ამ დღესასწაულს გურიაში განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
სიტყვა "კალანდა" ლათინურიდან მომდინარებს და თვის პირველ დღეს ნიშნავს. ამ დროს გურულები წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებასა და ბარაქიანობას შესთხოვნდენ. სოფელ შემოქმედში 14 იანვრის დადგომა, ტრადიციის თანახმად, შავი ღვინითა და კრიმანჭულით აღნიშნეს.
კალანდას ოზურგეთის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულმა სივრცემ უმასპინძლა. ჩატარდა ტრადიციული რიტუალები, კონცერტები და პერფორმანსები. მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა – გაყიდვა.
უძველესი გურული ტრადიცია განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა ტურისტებისთვის და დიპლომატებისთვის. კალანდა შემოქმედში სტუმრებთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლებმმაც იზეიმეს.
კალანდა ყოველწლიურად 13 იანვარს, ძველით ახალი წლის ღამეს აღინიშნება. დღედღესასწაული შემოქმედში გალა კონცერტით დასრულდა.