9 ადამიანი ემსხვერპლა ტორნადოს ამერიკის შეერთებულ შტატებში - დაღუპულებს შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთი შტატები: ალაბამა და ჯორჯია დააზარალა. დაზიანებულია სახლები, ინფრასტრუქტურული ობიექტები, ელექტროგადამცემი ხაზები. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.
ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს ითვლის.