26 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
როდიდან გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ქარი 15 იანვრიდან ჩადგება და 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ამ პერიოდში, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ამასთან, დღეს, დასავლეთ საქართველოში უნალექო და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა ქარის სიჩქარე ნელ-ნელა დაიკლებს და გრიგალის კატეგორიის, რომელიც ბოლო სამი დღე ფიქსირდებოდა - აღარ იქნება.

"მიდის ამინდი გამოკეთებისკენ, აღმოსავლეთის მიმართულების ქარის სიჩქარე, დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში ამჟამად 21 მეტრ/წამამდე. უკვე საღამოს საათებში, 15 იანვრის ღამის საათებში დასავლეთ საქართველოში ქარი მთლიანად ჩადგება და ზამთრის პერიოდთან შედარებით, წყნარი ამინდებია მოსალოდნელი 15-დან 21-22 იანვრამდე. ამ პერიოდიდან კი ის ე.წ ციმბირის ანტიციკლონი, რომელიც განაპირობებდა 9 იანვრიდან 14 იანვრამდე საქართველოს ამინდს, კვლავ იქნება მისი მოქმედებების შემოსვლა და დაწყება კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა ის შედარებით სუსტი იქნება," -ამბობს სინოპტიკოსი დოდო გვაზავა.

დღის ამბები