საჩხერის თეატრის დასმა სპექტაკლი "ნატვრის ხე" წარმოადგინა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი გიორგი მეტონიძეა.
სპექტაკლის პრემიერა 2022 წლის ივნისში გაიმართა, ფესტივალზე "თეატრალური იმერეთი" და ნომინაცია - "საუკეთესო სცენოგრაფია" სწორედ ამ წარმოდგენამ მიიღო. პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრმა სეზონი კულტურის სამინისტროს დაფინანსებით შეძენილი ახალი სასცენო განათებით გახსნა.