მესტიაში გასტრონომიული ფესტივალი - "გემო ფესტი" გრძელდება. სვანეთის ყველაზე ტურისტულ დაბაში ადგილობრივი სამზარეულოს ნიმუშებს ქვეყნის მასშტაბით ცნობილი ქართველი შეფები გაეცნენ. პირველი დღე კონცერტით დასრულდა.
ფესტივალის მთავარი მიზანი საქართველოს ყველა რეგიონში გამორჩეული კერძების წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.