26 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
დაახლოებით 2 საათში დასავლეთ საქართველო, კერძოდ კი გურია-სამეგრელო კალანდას დადგომას იზეიმებს

დაახლოებით 2 საათში დასავლეთ საქართველო, კერძოდ კი გურია-სამეგრელო, კალანდას დადგომას იზეიმებს. ძველით ახალი წლის აღნიშვნის საუკუნოვანი ტრადიცია - თხილის ჯოხისგან გამოთლილი ჩიჩილაკით, გობზე შემოდებული მოხარშული ღორის თავითა და გურული ღვეზელით, რომელზეც აუცილებლად სანთელი უნდა იყოს დანთებული. 

კალანდა გურიაში ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია, რომლის დროსაც ოჯახის წევრები წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებასა და ბარაქიანობას შესთხოვდნენ.

კალანდას შემოსვლას ახლავს გურული მრავალხმიანი აგუნაც, რომლის გარეშე ძველი ახალი წლის შეხვედრა გურულებისთვის წარმოუდგენელია. უკეთესი წლის მოლოდინში გურულები ზუსტად იმდენ ღვეზელს აცხობენ, რამდენი წევრიც ყავთ ოჯახში, 12 საათს კი სუფრის წევრები ალილოთი ხვდებიან.

დღის ამბები