კუბდარი, თაშმიჯაბი, ჭვიშტარი - სვანური კულინარიის შედევრების დაგემოვნება ტურისტებს და არა მხოლოდ, უკვე დღეიდან შეეძლებათ. მესტიაში სტარტი "გემო ფესტმა" აიღო. ფესტივალის მთავარი მიზანი საქართველოს ყველა რეგიონში გამორჩეული კერძების წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.
სვანეთის ყველაზე ტურისტულ დაბაში ადგილობრივი სამზარეულოს ნიმუშებს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ცნობილი ქართველი შეფები გაეცნენ.
შეფ მზარეულებმა ხშირ შემთხვევაში საუკუნოვანი ისტორიის მქონე კერძებს დღეს საკუთარი თანამედროვე ელემენტებიც შემატეს. ფესტივალის კულინარიული ნაწილი მოგვიანებით მუსიკალურმა ჩაანაცვლა.
ტრადიციულად არ დაივიწყეს პატარებიც, რომლებისთვისაც "გემო ფესტის" ორგანიზატორებმა სპეციალური სივრცე მოაწყვეს.