26 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
"გრძელდება კომედი შოუ, ხდება მარაზმი, ერთმანეთის შანტაჟი, ერთმანეთთან კომპრომატებით ბრძოლა" - ირაკლი ზარქუა ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს "კომედი შოუს" უწოდებს.

"გრძელდება ეს კომედი შოუ და იმ კვირაში თუ არ ვცდები ბატონი მელია აპირებს უკვე ამაზე ვრცლად ილაპარაკოს და გამოიტანს ყველა ინფორმაციას და იმ სიახლეებს, რაც ხდება მათ პარტიაში. რაც ხდება ეს უკვე გავიგეთ, ყველამ ვიცით - ხდება მარაზმი, ერთმანეთის შანტაჟი, ერთმანეთთან კომპრომატებით ბრძოლა," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი კი ამბობს, რომ ენმ-ში ბრძოლა კომპრომატებით გავლენებისთვის მიმდინარეობს.

"ჩანაწერები, როგორც მათ თქვეს, ნიკა მელიას გამოუქვეყნა მერაბიშვილმა. მეორე ჩანაწერებზე ამბობენ, რომ ეს პირიქით ნიკა მელიამ მოახერხა და გამოუქვეყნა ამათ და ა.შ.

იგივე სტილით იბრძვიან, ოღონდ ახლა უკვე არა ხელისუფლებისთვის, არამედ პარტიაში თავმჯდომარეობის პოსტისთვის. საზოგადოებაში უკვე არის იმის განცდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა უკვე არავის არ სჭირდება პოლიტიკისთვის. ახლა მიდის ბრძოლა იმისთვის, რომ რომელიმე ოლიგარქი კეზერაშვილი თუ მერაბიშვილი - რომელი მიისაკუთრებს, თუ დარჩება მელია ამ პოლიტიკურ პარტიაში," - აცხადებს პარლამენტის წევრი და საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალის" დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები