26 ნოემბერი 2024,   22:18
ვრცლად
სიას აქვს ერთი მიზანი, ის არის პიარ კამპანიის ნაწილი, რომ მიხეილ სააკაშვილი დაიხსნან პასუხისმგებლობისაგან - დიმიტრი ხუნდაძე

ე.წ. სააკაშვილის სია, ცნობილი, სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გახდება. პარტიაში ამბობენ, რომ ჩამონათვალზე ძირითადად ადვოკატები მუშაობენ, სიაში კი მოხვდებიან ისინი, ვინც სამედიცინო მკურნალობას აფერხებენ და ექსპრეზიდენტის მოწამვლაზე არიან პასუხისმგებელი.

ოპოზიციის ნაწილი სიის შედგენას სკეპტიკურად უყურებს. "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ამ პროცესით დროს კარგავს.

"მე მგონია, რომ დროს კარგავს "ნაცმოძრაობა" ამ რაღაცაში, მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ ჩემს კოლეგებს. სია არ შედგება, თან პოლიტიკოსების მიერ, მით უმეტეს და მით უმეტეს "ნაცმოძრაობის" მიერ, რასაც ბატონი მიხეილ სააკაშვილიც კი მოუწოდებს, რომ თავი დაანებეთო, NGO-ებს დაუთმეთ ეგ საქმეო. მე მგონი "ენჯეოებს" დიდი გულმოდგინება არ ეტყობათ ამ საქმეში," - აცხადებს ხვიჩია.

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ პირველი, ვინც "სააკაშვილის სიაში" უნდა ჩაიწეროს, თავად ექს-პრეზიდენტია, რადგან იგი თავად ხელყოფდა თავის ჯანმრთელობას და ეს დადასტურებულია.

"სიას აქვს ერთი მიზანი, ის არის პიარ კამპანიის ნაწილი, რომ მიხეილ სააკაშვილი დაიხსნან პასუხისმგებლობისაგან. პირველად, მე ვფიქრობ ამ სიაში უნდა ჩაწერონ თავად მიხეილ სააკაშვილი, რამეთუ მისი ჯანმრთელობის ზიანი დადასტურებულად სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. პირველი ის, რომ მან გამოაცხადა შიმშილობა და ეს დადასტურებულია, მეორე ის, რომ მან უარი თქვა ინსტრუმენტულ გამოკვლევებზე, ესეც დადასტურებულია, ის, რომ იგი არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს - ესეც დადასტურებულია. ასევე, მისმა ერთ-ერთმა ექიმმა, ექსპერტმა თქვა, რომ ის ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს," - ამბობს ხუნდაძე.

დღის ამბები