დედაქალაქში მოძრაობა თავისუფალია - ტექნიკური მარილი იყრება როგორც ცენტრალურ ქუჩებში, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე. სპეციალური ტექნიკა ძირითადად ღამე მუშაობს.
"ამ მომენტისთვის გზები გაწმენდილია, ძირითადი სამუშაოები ხორციელდება შიდა ქუჩებში, ჩიხებში. საზოგადოებრივ ტრანსპორტს გადაადგილება შეფერხების გარეშე შეუძლია და "თბილსერვისის" 400-მდე თანამშრომელი ჩართულია გზის გაწმენდით სამუშაოებში. ხორციელდება ტექნიკური მარილის დაყრა ქალაქის მასშტაბით და შემოერთებულ ტერიტორიებზე, ამ ეტაპისთვის დაახლოებით 1500 ტონა მარილია დაყრილი," - აცხადებს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში.