სვანეთი "გემოფესტს" მასპინძლობს. ორდღიანი ფესტივალის ფარგლებში მონაწილეები სტუმრებს იშვიათ სვანურ ტრადიციულ კერძებს სთავაზობენ. სპეციალირად ამ ფესტივალისთვის გამოცდილმა შეფ მზარეულებმა ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. მიზანი რეგიონების სამზარეულოს პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობაა