26 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციის დროინდელი საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთი ნაწილი იპოვეს

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციის დროინდელი საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთი ნაწილი, ვილ მინგტონის საპრეზიდენტო რეზიდენციის ავტოფარეხში იპოვეს. საქმესთან დაკავშირებით დაინიშნა სპეციალური პროკურორი, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევის ფაქტს გამოიძიებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ანალიტიკურ ცენტრში, რომელსაც ჯო ბაიდენი ოფისად იყენებდა, 2017-2020 წლებში, შტატების სადაზვერვო ჩანაწერები ინახებოდა.

დოკუმენტები უკრაინასთან, ირანსა და დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებულ მასალებს ეხებოდა. პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

დღის ამბები