აზერბაიჯანის მოქალაქეებმა თურქეთიდან საქართველოში სარფის საბაჟო გამშვები პუნქტით, არადეკლარირებული ექვს კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობა შემოიტანეს. საიუველირო ნაკეთობების ჯამური ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით მიმდინარეობს და ის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.