სკრინინგ ცენტრის ექიმებისთვის, ძუძუს კიბოს სკრინინგის ტრენინგს, სლოვენიელი სპეციალისტები ატარებენ. მიზანი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარებაა. ძირითადი აქცენტები ძუძუს კიბოს სკრინინგის სლოვენიაში არსებულ მოდელზე, პროგრამის მოწყობაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე კეთდება.
სტუმრებმა საქართველოს ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს.