26 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
სენაკში, სტიქიის შედეგად დაშავებულ 3 მოქალაქეს სახისა და კიდურების არეში მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება - დაშავებულები კლინიკაში იმყოფებიან

ძლიერი ქარის შედეგად სამეგრელოში სამი მოქალაქე მძიმედ დაშავდა - მათგან ორი, ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტებს სხვადასხვა სახის მოტეხილობა აქვთ.

საშუალო სიმძიმის არის მესამე დაშავებულის მდგომარეობა, რომელიც მკურნალობას სენაკში გადის. ყველა მათგანი სამარშუტო ტაქსის მგზავრია, რომელსაც მოგლეჯილი ხე დაეცა.

"არის სახის ძვლებისა და ქვედა კიდურის მოტეხილობა. რაც შეეხება მეორე გადაყვანილს, იქ არის ტრავმა, მაგრამ სჭირდება კვლევა, რომელსაც ადგილზე ვერ ვაწარმოებდით გარკვეული მდგომარეობის გამო. რაც შეეხება მესამეს, საშუალო სიმძიმის არის და თავს კარგად გრძნობს. სამივე კონტაქტური და ადეკვატურია," – აცხადებს მკურნალი ექიმი.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა სამივე პაციენტი პირადად მოინახულა.

მიკროავტობუსს სენაკში გადაადგილებისას ხე დაეცა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

დღის ამბები