26 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არიან უსამშობლო ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ყველას და ყველაფერს ჩვენი ქვეყნის ინტერესების გარდა - რატი იონათამიშვილი 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი "კურიერის" ექსკლუზიურად მოპოვებული აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შიდაპარტიულ არჩევნებამდე,  "კიდევ უფრო მეტ სიბინძურეს ამოატივტივებს". 

"როგორც ჩანს მელია გადაიმალა იმისათვის, რომ საპასუხო დარტყმა განეხორციელებინა და ცხადია ისეთივე უღირსი და ბინძური მეთოდებით, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ტრადიციებშია. ამ ჩანაწერით ის ორი კურდღლის ერთად დაჭერას ცდილობს. ერთი - ის სააკაშვილი-მერაბიშვლის პარტნიორებსა და პატრონებს ეუბნება, რომ ისინი ამავდროულად რუსულ სპეცსამსახურებს ემსახურებიან და მეორე მხრივ, მოახლოებულ შიდაპარტიულ არჩევნებზე, მოწინააღმდეგეების განადგურება სცადა. სანამ არჩევნები ჩატარდება კიდევ უფრო მეტ სიბინძურეს ამოატივტივებენ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არიან უსამშობლო ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ყველას და ყველაფერს ჩვენი ქვეყნის ინტერესების გარდა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

ნობისთვის, სკანდალურ მასალაში, სადაც, დიდი ალბათობით, გიული ალასანია საუბრობს, ნახსენებია ოპოზიცია და მის წარმომადგენლებს, ყოფილი პრეზიდენტის დედა "ბუნებით პარაზიტებს" უწოდებს და ამბობს, რომ ისინი მუდამ მისი შვილის ხარჯზე იყვნენ; ახსენებს გიორგი გახარიასაც, რომელსაც "ვიღაცა მომავლისთვის ამზადებს, მაგრამ ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს", აქვე ისმის ივანიშვილიც გვარიც და ალასანია ამბობს, რომ ის რუსებს არ უნდათ.

აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

დღის ამბები