26 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
ამ ჩანაწერს, ისევე როგორც წინას, ვუწოდებ ამორალურს, ყველანაირი ჩანაწერი, ეს არის ფსკერი და პოლიტიკურად ყველაზე მიუღებელი - ხატია დეკანოიძე

"კურიერის" ექსკლუზიურად მოპოვებული აუდიო ჩანაწერები, პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე, არამარტო ამას, არამედ ყველა ჩანაწერს - ამორალურს უწოდებს და ამბობს, რომ ნებისმიერი მსგავსი აუდიო თუ ვიდეო მასალა, საზოგადოების შეურაცხყოფაა:

"მე ამ ჩანაწერსაც, ისევე როგორც წინა ჩანაწერს, ვუწოდებ ამორალურს. ყველანაირი ჩანაწერი, ეს არის ფსკერი და პოლიტიკურად ყველაზე მიუღებელი.იმ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ჩანაწერიდან ჩანაწერამდე იქმნება დღის წესრიგი, ეს არის კატასტროფა და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა. ასევე, იმის დასტური, რომ საქართველოში პოლიტიკა განდევნილია. საერთოდ, მე მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელს დაუკავშირდა ბევრი ოპორტუნისტი, რომელიც ტელევიზიაში და საჯარო სივრცეში გამოჩენამ, საკუთარი ოპორტუნისტული მიზნებისთვის გამოიყენა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.

ამასთან, ოპოზიცია აუდიოს ავთენტურობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს:

"მე არ მჯერა რომ გიული ალასანიამ იცის - რუსებს ივანიშვილი უნდათ თუ არ უნდათ, ამიტომ, ეს რაღაც უცნაური წარმოდგენებია, მაგრამ თუ ასე სიტყვასიტყვით დავუშვებთ, რომ ეს მართლაც ასეა ნათქვამი, რომ რუსებს ივანიშვილი არ უნდათ და მისა უნდათ - რა თქმა უნდა, ეს უამრავ კითხვებს შესაძლოა აჩენდეს, საერთოდ საიდან წამოვიდა ასეთი შეფასებები. ასეთ კითხვებს კი საბოლოო ჯამში იმ ადამიანმა უნდა უპასუხოს, ვინც ეს ილაპარაკა,"- საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ნობისთვის, სკანდალურ მასალაში, სადაც, დიდი ალბათობით, გიული ალასანია საუბრობს, ნახსენებია ოპოზიცია და მის წარმომადგენლებს, ყოფილი პრეზიდენტის დედა "ბუნებით პარაზიტებს" უწოდებს და ამბობს, რომ ისინი მუდამ მისი შვილის ხარჯზე იყვნენ; ახსენებს გიორგი გახარიასაც, რომელსაც "ვიღაცა მომავლისთვის ამზადებს, მაგრამ ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს", აქვე ისმის ივანიშვილიც გვარიც და ალასანია ამბობს, რომ ის რუსებს არ უნდათ.

აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

დღის ამბები