26 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
"ამ ჩანაწერით მელიამ სააკაშვილის ფლანგი თავიანთ საერთო პატრონებთან და დავალების მიმცემებთან ჩაუშვა და მტკიცებულებაც დაუდო" - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმიანება ჩანაწერს, სადაც, დიდი ალბათობით, გიული ალასანია საუბრობს. 

"გუშინდელი ჩანაწერის ათასგვარი ინტერპრეტაცია მოვისმინე და წავიკითხე.

რეალურად, ამ ჩანაწერით მელიამ სააკაშვილის ფლანგი თავიანთ საერთო პატრონებთან და დავალების მიმცემებთან ჩაუშვა და მტკიცებულებაც დაუდო, ესენი რუსულ ინტერესებსაც ითვალისწინებენ დღემდე და ხანდახან მათი აზრი დასავლეთის აზრზე უფრო აინტერესებთო.

ამავე დროს, თავიანთ ისედაც იმედგაცრუებულ მომხრეებშიც ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა და თავისი გინების გამართლება და გადაფარვაც სცადა.

რეალობა ეს არის და შეთქმულების თეორიების გამოგონება ამ ამბავს არ ჭირდება.

მართლა საოცარი ხალხია, რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს," - წერს მდინარაძე "ფეისბუქზე". 

დღის ამბები