5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ტერორისტულ აფეთქებას ავღანეთში, დაშავებულია 40-ზე მეტი. არსებული ინფორმაციით, ტერორისტმა ქაბულში საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან აიფეთქა თავი.
გარდაცვლილების შესახებ, ქაბულის პოლიციის ოფიციალური მონაცემებისგან განსხვავებულ ინფორმაციას თალიბანი ავრცელებს. ექსტრემისტული დაჯგუფების საინფორმაციო სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, შემთხვევის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მისივე ინფორმაციით, ტერორისტს მიზნად საგარეო საქმეთა სამინისტროში შეღწევა ჰქონდა, თუმცა ვერ შეძლო.