26 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ლვოვში - სამი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ. ანდჟეი დუდასა და გიტანას ნაუსედას ვოლოდიმირ ზელენსკი ლვოვში დახვდა.

უკრაინის პრეზიდენტმა პოლონეთსა და ლიეტუვას მადლობა გადაუხადა ტანკებისა და საზენიტო სისტემების გადაცემისთვის, რომლებიც ირანული დრონებისგან ენერგეტიკული სფეროს თავდაცვას უზრუნველყოფს.

3 ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას ითვალისწინებს.

დღის ამბები