26 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
ზენდეიამ პირველი ოქროს გლობუსი მიიღო- იხილეთ ოქროს გლობუსი 2023-ის გამარჯვებულები

ოქროს გლობუსს წლის პირველ გრანდიოზულ ვარსკვლავურ დაჯილდოებას ლოს-ანჯელესმა უმასპინძლა. რიგით მე-80 ცერემონია სასტუმრო ბევერლი ჰილტონში გაიმართა. გასული წლისგან განსხვავებით სკანდალების, რასიზმისა და ჰომოფობიური ბრალდებების გარეშე, თუმცა ღონისძიების წამყვანმა კომიკოსმა ჯეროდ კარმაიკლმა ღონისძიების გახსნაზე წარსულის შეცდომებზე მინიშნებები მაინც გააკეთა.

მოლოდინი გამართლდა და წლის ტრიუმფატორი ლეგენდარული რეჟისორი სტივენ სპილბერგი გახდა. მან წლევანდელ დაჯილდოებაზე ფილმ "ფაბელმანებისთვის "" ოქროს გლობუსი მიიღო, რაც მის ბიოგრაფიაში რიგით მერვეა, სტივენ სპილბერგს ჯამში 27 ოქროს გლობუსის ნომინაცია აქვს მიღებული. ავტობიოგრაფიული დრამა კიდევ 5 ჯილდოზეა წარდგენილი. კინოკრიტიკოსების აზრით სპილბერგის ნამუშევარი წლევანდელი ოსკარის მთავარი ფავორიტიც იქნება.

წელს დაჯილდოებამ სამ საათიან დროის ლიმიტს, გამომსვლელთა უხვსიტყვაობის გამო 20 წუთით გადააჭარბა. თუმცა საკმაოდ მოკლედ შეაჯამა თავისი სიტყვა პოპულარული სერიალის "დრაკონის სახლის"" რეჟისორმა მიგელ საპოჩნიკმა. ნამუშევარი წლის საუკეთესო დრამატულ სერიალად დასახელდა.

სხვადასხვა კატეგორიაში საუკეთესო მსახიობის ჯილდოები კოლინ ფარელს, მიშელ იეოს, ოსტინ ბატლერს, ქეით ბლანშეტსა და ზენდაიას გადაეცათ. ეს მიშელ იეოსა და ზენდაიას კარიერაში პირველი ოქროს გლობუსია. სამადლობელ სიტყვაში ჰოლივუდის ვარსკვლავმა კოლინ ფარელმა საკუთარ კარიერაზე ისაუბრა .

საპატიო ოქროს გლობუსები გადაეცათ მსახიობ ედი მერფისა და რეჟისორ რაიან მერფის. ედი მერფიმ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება წარმატების სამ წესზე გაამახვილა.აუდიტორიას კი გასული წლის სკანდალი გაახსენა და მსახიობ უილ სმიტს მხარდაჭერა გამოუცხადა.

კატეგორიაში საუკეთესო სერიალი: მიუზიკლი- კომედია გამარჯვებულია "ებოტ ელემენთარი"". საუკეთესო ფილმი, "ზე ბანშის ოფ ირიშერინი"" გახდა. წლის საუკეთესო მინისერიალად კი თეთრი ლოტუსი დასახელდა.

ოქროს გლობუსის დაჯილდოებას დისტანციურად უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა . ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვა მსახიობმა, შონ პენმა წარადგინა.

როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები წითელ ხალიჩაზე?- ეს საკითხი წლევანდელ ოქროს გლობუსზეც აქტიურად განიხილებოდა. სელმა ჰაიაკი გუჩის კაბაში, ლილი ჯეიმსი ვერსაჩეს სამოსში, ჯესიკა ჩესტაინი ოსკარ დელარენტას ლუქით,სელენა გომესი ვალეტინოს , მარგო რობი კი შანელის სამოსში - ეს იმ ვარსკვლავების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც წითელ ხალიჩაზე ყველაზე გემოვნებიან ჩაცმულებად დასახელდენენ და ყველზე მეტი ყურადღებაც მიიპყრეს. წითელ ხალიჩაზე შეუმჩნეველი კამერებისთვის არც მეგა ვარსკვლავი რიანა დარჩენილა.

დღის ამბები