26 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
ევროპარლამენტის წევრებს, თანამდებობის დატოვების შემდეგ, შესაძლოა ლობისტური საქმიანობა 2 წლით შეეზღუდოთ

ევროპარლამენტის წევრებს, შესაძლოა, თანამდებობის დატოვების შემდეგ, ლობირება 2 წლით აეკრძალოთ. 

მორიგი კატარგეიტის თავიდან ასარიდებლად ევროპარლამენტის ხელმძღვანელი გეგმას ამზადებს.

პარლამენტმა ამ გადაწყვეტილების შესახებ მსჯელობა იმის ფონზე მიიღო, როდესაც დეკემბერში, ბელგიის ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება მოქმედ და ყოფილ ევროპარლამენტარებზე, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ქრთამის აღებაში.

გამოცემისვე ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა პარლამენტს სულ 14 წინადადებას შესთავაზებს, რომელიც დროებითი ლობირების აკრძალვის გარდა, პარლამენტარებს ავალდებულებს განაცხადონ, თუ ვის ხვდებიან. ასევე საუბარია ევროპარლამენტარების არაოფიციალური მეგობრობის ჯგუფების აკრძალვაზე, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროპარლამენტარი ვალდებული იქნება სხვა შემოსავლების შესახებ განაცხადოს და ასევე, ნებისმიერი, ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, ვისაც სურს ლობირება, ვალდებული იქნება გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირდეს.

დღის ამბები