26 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
მოსკოვი მზადაა უკრაინის პრობლემა მოლაპარაკებების გზით გადაჭრას და უმჯობესია მიზნების მიღწევა მშვიდობიანი გზით - პესკოვი

მოსკოვი მზადაა უკრაინის პრობლემა მოლაპარაკებების გზით გადაჭრას და უმჯობესია მიზნების მიღწევა მშვიდობიანი გზით - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცახადა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, ყველაფერი დასავლეთისა და კიევის პოზიციაზეა დამოკიდებული.

"რუსეთი ყოველთვის მზად იყო პრობლემების გადასაჭრელად მოლაპარაკებების გზით და პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ ჩვენ კვლავ ვინარჩუნებთ ამ მზადყოფნას. მაგრამ ისეთ გარემოში, სადაც უკრაინის კანონები კრძალავს უკრაინის პრეზიდენტის ჩვენთან რაიმე სახის კონტაქტს ან ჩვენთან რაიმე დიალოგის გამართვას, ასევე იმ პირობებში, როდესაც დასავლეთს აშკარად არ აქვს, სურვილი კიევს ამ საკითხში რაიმე მოქნილობისკენ უბიძგოს, ეს არ არის საჭირო" - განაცხადა პესკოვმა.

დღის ამბები