26 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
მივიღე გადაწყვეტილება, მოქალაქეობა შევუწყვიტო ოთხ უკრაინელ დეპუტატს, ისინი უკრაინაში ჩამოსულ მკვლელების მსახურებას ირჩევენ-ზელენსკი

უკრაინაში, რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს დნეპროპეტოვსკის ოლქზე, არსებული ინორმაციით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაიბომბა დონეცკის რეგიონი, სადაც დაიღუპა 1 ადამიანი. ოკუპანტებმა 40-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. ყველაზე ცხელი წერთილი ამ დროისთვის სოლედარია, რომლის დაკავების შესახებ რუსული ძალების მიერ გავრცელებულ ცნობებს არ ადასტურებს უკრაინული მხარე.

ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია. სოლედარზე, რომელიც ბახმუტის ჩრდილოეთით, 10 კილომეტრში მდებარეობს - ბოლო 24 საათში ასამდე დარტმა მიიტანეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლქესანდრ სტუპუნი აცხადებს, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით 22 დასახლება დაბომბეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების თავდასხმები რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს. ოკუპანტებმა დონეცკისა და ხერსონის რეგიონების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო ზალპური სისტემებიდან 50 ზე მეტი შეტევა განახორციელეს. მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რჩება. მოგიწოდებთ, საჰაერო თავდასხმის სიგნალების ჩართვის შემთხვევაში თავშესაფარში წასვლისკენ. ზაპოროჟიეს მიმართულებით მტერმა 22 დასახლება დაბომბა, ხერსონის მიმართულებით 12. მიმდინარე დღის განმავლოვაში თავდაცვის ავიაციამ 14 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის კონცენტრაციის ბანაკზე, 4 ჯერ მიიტანა იერიში მის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე,"- აცხადებს სტუპუნი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოთხ უკრაინელ დეპუტატს მოქალაქეობას უწყვეტს.

"ვესაუბრე ევროპელ ლიდერებს და მათ ბრძოლის ველსა და დონეცკის ოლქში არსებული რთული ვითარების შესახებ ვაცნობე. თავისუფალ სამყაროს გააჩნია ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის ისტორიულ დამარცხებამდე მისაყვანად.

ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ გლობალური დემოკრატიისთვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთი ესკალაციისათვის ძალებს აგროვებს. ყოველდღიურად ვგრძნობ როგორ იზრდება მსოფლიოს ძალისხმევა რუსულ აგრესიის დასაძლევად. და კიდევ ერთი რამ - უკრაინის უშიშროების სამსახურისა და უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მასალებზე დაყრდნობით, ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციის შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, მოქალაქეობა შევუწყვიტო ოთხ უკრაინელ დეპუტატს. თუკი სახალხო დეპუტატები არიჩევენ ემსახურონ არა უკრაინელ ხალხს, არამედ უკრაინაში ჩამოსულ მკვლელებს, ჩვენი რეაქციაც შესაბამისი იქნება,"- აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები