26 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
რა საიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინეს ჯო ბაიდენის ყოფილ ოფისში - ბაიდენი გამოძიებასთან თანამშრომლობს

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობს. საქმე ეხება პრეზიდენტის ყოფილ ოფისში დაცულ სეიფში ათზე მეტი საიდუმლო დოკუმენტის აღმოჩენას. პრეზიდენტი 2017 წელს შუალედური არჩევნების დროს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე იყო და ამ ოფისს პერიოდულად იყენებდა. რესპუბლიკელებმა დაუყოვნბლივ მოითხოვეს მომხდარზე გამოძიება. თავად ბაიდენი აცხადებს, რომ დოკუმენტების შინაარსის შესახებ არაფერი იცის. მანამდე ბაიდენი მკაცრად აკრიტიკებდა ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რომლის სახლში ათეულობით დოკუმენტი აღმოაჩინეს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

აღნიშნულის შესახებ ბაიდენმა მექსიკისა და კანადის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქმე ეხება ათზე მეტ საიდუმლო დოკუმენტს, რომლებიც ბაიდენის ადვოკატებმა „პენ ბაიდენის ცენტრის“ ოფისში აღმოაჩინეს, რის შესახებაც ინფორმაცია ეროვნულ არქივს მიაწოდეს.
ბაიდენი პერიოდულად იყენებდა აღნიშნულ ოფისს 2017 წლის შუალედური არჩევნების დროს, როდესაც ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

რესპუბლიკელებმა დაუყოვნებლივ მოითხოვეს მომხდარის გამოძიება. ისინი ასევე მოუწოდებენ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელს, შეისწვალოს, რა ზიანი მიადგა ქვეყნის უსაფრთხოებას ბაიდენის მიერ აღნიშნული დოკუმენტების ფლობის გამო. თავად ბაიდენი აცხადებს, რომ დოკუმენტების შინაარსის შესახებ არაფერი იცის.

შეგახსენებთ, მანამდე ჯო ბაიდენი მკაცრად აკრიტიკებდა დონალდ ტრამპს, რომლის სახლშიც ათეულობით დოკუმენტი აღმოაჩინეს.

დღის ამბები