ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ძმების, დავით და გუგა კაკულიების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს მოხდება ვიდეო- მტკიცებულებების გამოკვლევა. გამოჰკითხავენ მოწმეებს.
დაკავებულები ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობენ, თუმცა დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ ეს პოზიცია შეიცვალოს. კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილზე მომხდარ თავდასხმასა და ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.