მიხეილ სააკაშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება.
მოსამართლე განიხილავს შუამდგომლობას, რომლითაც ადვოკატები ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გაუქმებას, ან გადავადებას მოითხოვენ.
მოწმის სახით იგეგმება ამერიკელი გასტროენტეროლოგის სტიუარტ ფინკელის და ჯეიმს კობის გამოკითხვა. ბრალდებული პრეზიდენტის ადვოკატები სასამართლოს პროცესების ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართვის შუამდგომლობით მიმართავენ.
სხდომას მიხეილ სააკაშვილი ვერც დისტანციურ რეჟიმში ჩაერთვება. მიზეზად მისი დაცვის მხარე ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.