26 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
უკრაინა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სოლედარი რუსულმა ძალებმა დაიკავა

ქალაქ სოლედარის დაკავების შესახებ რუსული ძალების მიერ გავრცელებულ ცნობებს არ ადასტურებს უკრაინული მხარე. ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, ამ დროისთვის, შეუძლებელია. სოლედარზე, რომელიც ბახმუტის ჩრდილოეთით, 10 კილომეტრში მდებარეობს, ბოლო 24 საათში ასამდე დარტმა მიიტანეს.

რუსულმა ძალებმა პიროტექნიკის საწყობი ააფეთქეს ხარკივში. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ოკუპანტებმა 40-ზე მეტჯერ დაბომბეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

დღის ამბები