ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი ხვალ გამოცხადდება. გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკონკურსო კომისიის სხდომაზე მიიღეს. დღესვე დაამტკიცეს კომისიის დებულება, სადაც ის პროცედურები მითითებულია, რომლის მიხედვითაც კანდიდატების შერჩევა მოხდება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ნასამართლევი, აქვთ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება მართლმსაჯულების სისტემაში, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და სარგებლობენ საკმაოდ მაღალი რეპუტაციით. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით გამოცხადდა. კონკურსის შედეგად შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატი. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს მთავრობის მეთაური 6 წლის ვადით დანიშნავს.