26 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
საბჭოთა "ბუკი" კიევი-თბილისის ურთიერთობაში ახალი პრობლემა ხდება - აშკარა ცდომილებები, რომელიც უკრაინელმა დოპლომატმა უკრაინულ მედიასთან საუბარში დაუშვა

რით მტკიცდება, რომ უკრაინამ საქართველოს "ბუკ"-ის სისტემები აჩუქა და ვინ აძლევდა შტატებიდან გარანტიას საქართველოს ახალ ჯაველინებზე - ამ კითხვებით დღეს "კურიერმა"  უკრაინის საელჩოს მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე მისიიდან არავის გაუცია.

საქართველოში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა თქვა, რომ შეერთებული შტატები მზად იყო საქართველოსთვის ახალი ჯაველინები გადაეცა, თუ ქვეყანა არსებულ ტანკსაწინააღმდეგო მოწყობილობებს უკრაინაში გააგზავნიდა.

კასიანოვმა ბუკის სარაკეტო სისტემის დაბრუნებაც მოითხოვა, რომელიც დიპლომატის მტკიცებით, უკრაინამ 2008 წლის ომში საქართველოს აჩუქა.

ანდრეი კასიანოვის გავრცელებულ ინფორმაციას არ გამოხმაურებია ამერიკის საელჩო. დიპლომატის ვერსიას მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უპასუხა. უწყებაში განმარტავენ, რომ "ბუკ"-ის სისტემა საქართველომ უკრაინისგან 2007 წელს შეიძინა. განცხადებაში ვკითხულობთ იმასაც, რომ საქართველო უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარულ ტვირთს გადასცემს.

მოძრაობა "ხალხის ძალა" ანდრეი კასიანოვის განცხადებას კვლავ მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას უკავშირებს, ხალხის ძალაში" ფიქრობენ, რომ ეს ფაქტი დასავლეთის გარკვეული ძალების მხრიდანაა ინიცირებული. 

უკრაინელი დიპლომატის მოთხოვნას არაერთგვაროვანი პასუხი გასცეს ოპოზიციურ სპექტრში. პოლიტიკოსების ნაწილიო კასიანოვის რიტორიკას არამეგობრულს უწოდებს. მეორე ნაწილი კი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას საქართველოს მორალურ ვალდებულებად მიიჩნევს. თუმცა, არ აკონკრეტებს რა საფრთხე შეიძლება შექმნას ამან ოკუპაციის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის.

მეგობარ ქვეყანასთან ჯერ პოლიტიკური ურთიერთობის გაფუჭებას და შემდეგ იარაღის მოთხოვნას, შეურაცხმყოფელ ჟესტად აღიქვამს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში კითხვები აქვთ "ჯაველინებთან" დაკავშირებითაც. მათი აზრით, საქართველოს იარაღის მიწოდების სქემაში ჩართვა, პროვოკაციული მოთხოვნაა.

რა დამატებით განმარტებებს გააკეთებს უკრაინელი დიპლომატი, ანტისარაკეტო და ანტისატანკო სისტემებზე ჯერ-ჯერობით უცნობია. გაეროს ჩვეულებრივი შეიარაღების რეესტრის მიხედვით კი დასტურდება, რომ "ბუკ"-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა საქართველომ მეგობარი ქვეყნისგან რუსეთ-საქართველოს ომამდე ერთი წლით ადრე შეიძინა.

დღის ამბები