ტაილანდის საბაჟო სამსახურმა 51 კილოგრამი კრისტალური მეტამფეტამინი ამოიღო. კონტრაბანდული საქონელი ხალიჩებში ჰქონდათ გადანახული.
პოლიციის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება ჰონგ კონგში უნდა გადაეტანათ. ამოღებული ნარკოტიკის ადგილობრივი ღირებულება 894 მილიონი ამერიკული დოლარია.