ამერიკის შეერთებულ შტატებში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა.
კალიფორნიის ცენტრალურ ნაწილში სტიქიის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა, ამ დრომდე იძებნება 5 წლის ბავშვი, რომელიც წყლის ძლიერმა ნაკადმა გაიტაცა.
ელექტროენერგია არ მიეწოდება ათიათასობით ადამიანს. ადგილზე მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს.