26 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
"კრემლი არის მკვდარი და მე არ შემიძლია ვთქვა რამე დადებითი შედეგი საქართველოსთვის, რომ ის არ იყოს უკრაინის მხარეს" - ბენ ჰოჯესი

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი, თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრას დაესწრო, სადაც მან საქართველოსთან და ქვეყნის მთავრობასთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება გააკეთა. 

ჰოჯესმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ამ პროექტის დიდი გულშემატკივარია, ქვეყნის განვითარების წინააღმდეგი კი რუსეთია.

"მე არ მესმის, რატომ აჯაჭვებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თავს მკვდართან, რომელიც არის კრემლი. კრემლი არის მკვდარი და მე არ შემიძლია ვთქვა რამე დადებითი შედეგი საქართველოსთვის, რომ ის არ იყოს უკრაინის მხარეს. სულ მცირე, უკრაინა კარგია, რუსეთი კი აგრესორია და პოზიცია, რომ ჩვენ, საქართველო არ გავაკეთებთ არაფერს, რაც ერთ მისხალ ლეგიტიმურობას მაინც შესძენს იმას, რასაც კრემლი აკეთებს ან ამბობს, არ ზრდის საქართველოს ომში ჩართვის რისკს. ერთადერთი, რასაც ეს აკეთებს, არის ის, რომ საქართველოს აყენებს ისტორიის სწორ მხარეს.

შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიული და მნიშვნელოვანია. მე ვარ ანაკლიის პორტის ძალიან დიდი გულშემატკივარი, ერთი თეთრის ინვესტიციაც არ განმიხორციელებია, არა მაქვს ფინანსური ინტერესი. ეს მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ უკრაინის საკითხის მსგავსად არ დამაბრალონ, რომ მას იმიტომ ვგულშემატკივრობ, თითქოს ამისათვის მიხდიან. ჩემი ერთადერთი ინტერესი ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ არის ის, რომ მე მიყვარს ტრანსპორტირება, ინფრასტრუქტურა, რაც, ქვეყნის განვითარების კრიტიკული ნაწილია. ეკონომიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და ვინაა ამის ყველაზე დიდი წინააღმდეგი - რუსეთი," - აცხადებს ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი

დღის ამბები