26 ნოემბერი 2024,   22:15
ვრცლად
"თვითონ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გამოვიდნენ და პირდაპირ დაადეს ხელი ვანო მერაბიშვილის, რომ ეს მისი გავრცელებული ჩანაწერია" - ბექა დავითულიანი

მმართველი ძალაში "ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ აუდიო ჩანაწერების გაკეთება და შემდეგ გავრცელება, ეს სწორედ მთავარი ოპოზიციური ძალის ხელწერაა. 

როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი აცხადებს, ენმ-ს წევრები გამოვიდნენ და პირდაპირ დაადეს ხელი ვანო მერაბიშვილის, რომ ეს მისი გავრცელებული ჩანაწერი იყო. 

"ისინი ბრალს გვდებდნენ, რომ ამ ჩანაწერთან კავშირი აქვს ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" ბევრი წევრი ისევე, როგორც მე "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში ვემხრობით ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას. ამ ჩანაწერთან არავითარი კავშირი არ გაქვს, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ხელწერა.

თვითონ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გამოვიდნენ და პირდაპირ დაადეს ხელი ვანო მერაბიშვილის, რომ ეს მისი გავრცელებული ჩანაწერია. ისინი, როგორც მთელს ქვეყანას  თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ დღეს საკუთარი პარტიის წევრებს იჭერენ, უქვეყნებენ და აშანტაჟებენ,"-აცხადებს ბექა დავითულიანი. 

მელია სააკაშვილს აგინებს - ამ შინაარსის აუდიოჩანაწერი იუთუბზე გავრცელდა. მასალის მიხედვით, მელიას პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, მერობის კანდიდატად არ დაასახელებდნენ. თავად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ჩანაწერში კონკრეტულ გვარებს არ ამბობს, უცნობია ვის ესაუბრება ის. ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თავად ნიკა მელიას კი განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.

 

 

დღის ამბები