26 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობაში" დაწყებულია თვითლიკვიდაციის პროცესი, ამ პარტიას არა თუ ქვეყნის მართვა, არამედ საკუთარი პარტიის მართვა აღარ შეუძლიათ - გურამ მაჭარაშვილი

ნიკა მელიას აუდიო ჩანაწერი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი შიდა დაპირისპირების მიზეზი ხდება. ამის პარალელურად კი საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი აცხადებს, რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში თვითლიკვიდაცია მიმდინარეობს, რაც ქვეყნისთვის ერთმნიშვნელოვნად კარგია. 

როგორც გურამ მაჭარაშვილი ამბობს, ერთ მხარეს დგას კეზერაშვილი, ხოლო მეორე მხარეს ვანო მერაბიშვილი. 

"საზოგადოება კარგად ხედავს, რომ თვითლიკვიდაციის პროცესი დაწყებულია ამ პარტიაში და რაც მალე დასრულდება, მით უკეთესი იქნება ეს ქვეყნისთვის. ვხედავთ, რომ ნიკა მელიას ჩანაწერებში და განცხადებაში არავის ეჭვი არ შეუტანია, რომ ეს არის მართალი ჩანაწერი.

ყველა ხედავს, რომ ამ პარტიას არა თუ ქვეყნის მართვა, არამედ საკუთარი პარტიის მართვა აღარ შეუძლიათ. არავინ არ უარყო ის, რომ კეზერაშვილი იბრძვის ხაბეიშვილის გაყვანისთვის. ვანო მერაბიშვილსაც ხედავენ ამის უკან, იმიტომ, რომ თანხების არც მას აკლია. როგორც ჩანს თავისი პირადი მიზნები აქვს მასაც ამ პარტიაში თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით,"-აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

 

 

 

დღის ამბები