26 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
ყინვისა და ნალექის გამო, დედაქალაქის ზოგიერთ დასახლებაში ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემა შეიქმნა - მერიის ინფორმაციით, ქუჩებში ტექნიკური მარილი ინტენსიურად იყრება

ყინვისა და ნალექის გამო, დედაქალაქის ზოგიერთ დასახლებაში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით, პრობლემა შეიქმნა.

მერიის ინფორმაციით, შპს "თბილსერვის ჯგუფი", 200-მდე თანამშრომლითა და სამი ათეული სპეციალური ტექნიკით, 24 საათის განმავლობაში განაგრძობს მუშაობას. ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება, როგორც ქალაქის ქუჩები, ისე შემოერთებული ტერიტორიები.

"მოსახლეობას მივმართავთ თხოვნით, თუ თქვენს ავტომობილს არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები, თავი შეიკავოთ ავტომანქანით გადაადგილებისგან.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს "თბილსერვის ჯგუფისა" და თბილისის მერიის ცხელი ხაზი - 2 61 90 50, 2 72 22 22," - აღნიშნულია მერიის შესაბამისი სამსახურის განცხადებაში.

დღის ამბები