პერუში, აქციის დროს, შეტაკებებისას 17 ადამიანი გარდაიცვალა, არის 70-მდე დაშავებული. ოფიციალური ინფორმაციით, შეტაკება ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებს შორის მოხდა.
ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებსა და დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის პედრო კასტილიოს გათავისუფლებას მოითხოვენ.
მათ, ასევე ამჟამინდელი პრეზიდენტის დინა ბოლუარტეს გადადგომა და საკონსტიტუციო ცვლილებები სურთ. პედრო კასტილიოს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, მას ბრალად კონგრესის უკანონოდ გაუქმება ედება. ყოფილი პრეზიდენტი ამ ბრალდებებს უარყოფს.