ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის გადადგილება გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე ამ დრომდე შეზღუდულია. მათ შორის არის კობი-გუდაურის გზა. უკვე 24 საათზე მეტია სატვირთო მანქანები გზის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.
უხვი ნალექისა და ლიპყინულის გამო, მანქანებისთვის სპეციალური რეჟიმია დაწესებული გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზეც - თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა. გომბორის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აკრძალულია, მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ ზამთრის საბურავების მქონე მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის.
გზების გასაწმენდად შეუჩერებლად მუშაობს სპეცტექნიკა, პრობლემურ მონაკვეთებზე მოძრაობას აკონტროლებდ საპატრულო პოლიცია.