26 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
"ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ" - ხატია დეკანოიძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში, იმ გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება, სადაც, სავარაუდოდ, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზუროდ მოიხსენიებს. 
 
"ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ.
ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს. ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს.
ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ.
ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის," - წერს ხატია დეკანოიძე.
 
ხატია დეკანოიძე ამ პოსტით გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს ეხმიანება. ჩანაწერში ისმის სავარაუდოდ ნიკა მელიას ხმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს რამდენჯერმე უცენზურო სიტყვით მოიხსენიებს. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა თავად გავრცელების ფაქტმა ნიკა მელიას თანამოაზრეების შეშფოთება გამოიწვია.
დღის ამბები