26 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
გიორგი ვოლსკი ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე: ჯერ ერთი, არავის არაფერი უჩუქებია, იქ რა გარიგებები მოხდა, ეს კიდევ საკითხავია, მაგრამ გადავიხადეთ ამაში ფული

ანდრეი კასიანოვის განცხადება არაადეკვატურია იმ ვითარების, რაც 2008-ში იყო, მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში. რასაც ის დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

"ჯერ ერთი, არავის არაფერი უჩუქებია, მეორე, იქ რა გარიგებები მოხდა, ეს კიდევ საკითხავია, ვინაიდან კონკრეტული ადამიანები გამდიდრდნენ ძალიან საეჭვოდ, მაგრამ გადავიხადეთ ამაში ფული. მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ იარაღის გადაცემა ან მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნა არის ომში ჩართვის ტოლფასი. ამ თემაზე საუბარი არ შენელებულა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამბობს – არ გულისხმობენ საქართველოს ომში ჩართვას," – განაცხადა ვოლსკიმ.

ოფიციალური კიევი თბილისს "ბუკის" სარაკეტო კომპლექსების დაბრუნებას სთხოვს, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიაშია ნათქვამი, რომელსაც უკრაინული მედია აქვეყნებს.

დღის ამბები