26 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
ნოდარ ყარალაშვილის მუქარა ქართველ ხალხს უკრაინიდან - ემიჯნება თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" მისი მომხრის განცხადებებს, შეფასებები საქართველოში

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის ვიდეომიმართვის შემდეგ, მმართველი გუნდი სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბრობს. ოკუპანტებისთვის დამიზნებული იარაღის სამშობლოსკენ შემობრუნების მცდელობას, "ქართულ ოცნებაში" ოპოზიციური პარტიის რეალურ სურვილებს უწოდებენ და ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დასაბრუნებლად მზადაა სამოქალაქო დაპირისპირებაზეც წავიდეს.

ნოდარ ყარალაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მუქარის შემცველ ვიდეომიმართვებს უგზავნის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განთავისუფლებას მოითხოვს. უკრაინაში მებრძოლი დანაყოფ "გალიჩინას" მეთაურმა თანამოაზრესთან ერთად ჩაწერილ ბოლო ვიდეოში შეურაცხყოფა ჯერ კახელებს მიაყენა, შემდეგ კი საქართველოში ტანკებით შემოსვლაც დააანონსა.

პარტიის აქტიური მხარდამჭერის მუქარას "ნაციონალურ მოძრაობაში" არ იზიარებენ. პარტიის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის რღვევა მიუღებელია. მეორე ნაწილისთვის კი, მშვიდი პოლიტიკური პროცესი, შესაძლოა სააკაშვილის ციხეში დატოვების შემთხვევაში დასრულდეს.

თანამოქალაქეების განადგურების მუქარა რომ ოპოზიციურმა პარტიამ საჯაროდ არ დაგმო, ეს საპარლამენტო უმრავლესობაში არ უკვირთ. კანონმდებლების აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ უკვე ღიად მოქმედებს, რაც მათი აქტივისტების რადიკალური მოწოდებებითაც დასტურდება.

ნოდარ ყარალაშვილი უკვე ათი წელია უკრაინაში ცხოვრობს. მას საქართველოში თაღლითობის გამო 11 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა 2013 წელს ის მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. მას შემდეგ ყარალაშვილი აქტიურად არის ჩართული საზღვარგარეთ ანტისახელისუფლებო აქციებში. ის ხშირად ხმამაღლა ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლება არა არჩევნებით, არამედ რევოლუციის გზით უნდა შეიცვალოს.

 

დღის ამბები