პანტომიმის თეატრი ახალ სეზონს იწყებს, გიგი ლორიას სპექტაკლი "ანარეკლი" ჩვენი ყოველდღიურობის აღწერაა, სადაც სიყვარული, ღალატი და დიდი ფული წინა პლანზეა წამოწეული.
ერთ მოქმედებიან დადგმაში მოვლენები თბილისში, ბალერინის, მხატვრისა და ბიზნესმენის გარშემო ვითარდება.
სპექტაკლი "ანარეკლი", რომელიც პანტომიმის თეატრის სცენაზე მხოლოდ დღეს იქნება ნაჩვენები, საქველმოქმედოა.
გაყიდული ბილეთების თანხა, თეატრალური დასის გადაწყვეტილებით, ხანძრის შედეგად დაზიანებულ შინდისის მონასტრის აღდგენით სამუშაოებს მოხმარდება.