26 ნოემბერი 2024,   22:17
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები ე.წ. მაგნიტსკის სიის ანალოგის შექმნას გეგმავენ

მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები ე.წ. მაგნიტსკის სიის ანალოგის შექმნას გეგმავენ. მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა ცნობილი სიის ავტორს თავად მიმართა. ბილ ბრაუდერს სააკაშვილმა წერილი გაუგზავნა და სთხოვა სიის წინასწარ შედგენაში დაეხმაროს. პასუხიც მალევე მიიღო.

Heritage Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სააკაშვილს დოკუმენტების მომზადება და იმ პირების განსაზღვრა ურჩია, რომლებიც მისი აზრით სამედიცინო მკურნალობას აფერხებენ და მოწამვლასა და წამებაზე პასუხიმგებელი არიან. ვინ მოხვდება ე.წ. საკაშვილის სიაში, ამაზე პარტიაში ჯერ გადაჭრითთ ვერ საუბრობენ.

სააკაშვილის სიას - ე.წ. კასრების სიას უწოდებს მმართველი გუნდი. "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალურ მოძრაობას" სწორედ "კასრების საქმე" და 2012 წლამდე მათ მიერ შედგენილი დანაშაულებრივი სიები შეახსენა. ე.წ. მაგნიტსკის სიის ავტრთან თანამშრომლობას კი მმართველი გუნდი ლობისტურ კამპანიას უკავშირებს.

ე.წ. სააკაშვილის სიის შექმნისთვის დღის წესრიგში სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივაც დადგა, თუმცა ოპოზიციის ნაწილში ამ მოსაზრებას არ იზიარებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ოპონენტებისთვის სააკაშვილის თანამოაზრეების მხრიდან მაგნიტსკის სიის ანალოგის შექმნაზე საუბრი მიუღებელია. "ხალხის ძალაში" აცხადებენ, რომ ეს გეგმა განწირულია.

შედგება თუ არა ე.წ. სააკაშვილის სია, ჯერ უცნობია, თავის მხრივ ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც საკუთარ პოზიციაში საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებას ცდილობენ.

დღის ამბები