26 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
"პირველად და უკანასკნელად შევიძინე... არ იყიდო, საახალწლო ბრჭყვიალა სიკვდილია" - რას წერს პიროტექნიკით დაზარალებული გურამ ბაღდოშვილი

შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი, რომელსაც ახალ წერს ხელში პიროტექნიკა აუფეთქდა, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და საკუთარი მაგალითის გათვალისწინებით, ყველას მოუწოდებს, საახალწლო ასაფეთქებელი საშუალებები არასოდეს იყიდონ. 

"საკუთარი შეცდომის გაზიარებაა და არა ჩემი ხელის ტკივილის, პირველად და უკანასკნელად შევიძინე. ერთ პალატაში 3 კაცი სამივეს პიროტექნიკა აგვიფეთქდა.

ეს ის მომენტია, რომელზეც არასდროს მიფიქრია, ახლა კი დავფიქრდი და გვიანი არაა, რომ ვებრძოლოთ ერთად.

არ იყიდო, საახალწლო ბრჭყვიალა სიკვდილია

აუკრძალეთ და გააფრთხილეთ თქვენს ირგვლივ ყველას

გთხოვ გადააზიარე

#საქართველოსმთავრობა

#არაპიროტექნიკას

აკრძალეთ ფოიერვერკები

1.აზიანებზ გარემოს

2.ასახიჩრებს

3.კლავს

4.აბრმავებს

6.ამახინჯრბს

7.ფრინველები შინაური

8.ფრინველები რომლებიც აქ ზამთრობენ

9.მტკვარში მაცხოვრებელი აკვატიკური ფრინველები

10. შინაური და შესაფარისის ძაღლები და კატები

11.ცხოველები შინაური და გარეული

13.აზიანებს და წამლავს ფილტვებს

14.არ ეხმარება ეკონომიკას

და არ დავიღლები ჩამოთვლაში იმდენს ავნებს, კლავს და აზიანებს,"- წერს ბაღდოშვილი. 

 

დღის ამბები