26 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
უილიამ ბრაუდერი მიხეილ სააკაშვილს - თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე

Heritage Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი, უილიამ ბრაუდერი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პასუხობს.

"მიხეილ, გთხოვთ, თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომელშიც ეწერება, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე, ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დასავლეთის მთავრობებმა "მაგნიტსკის სანქციებისთვის" ამას ყურადღება მიაქციონ," - წერს ბილ ბროუდერი მიხეილ სააკაშვილს.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უილიამ ბრაუდერს სთხოვა, ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, "მაგნიტსკის" ახალი სიის წინასწარ შედგენაში დაეხმაროს.

დღის ამბები