26 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
უამინდობის და უხვი ნალექის გამო გზებზე შეზღუდვები წესდება

უამინდობაა მთელი საქართველოს მასშტაბით, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე. ამასთან, არასაკმარისი ხილვადობის გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვის გამო კი, იგივე რეჟიმია ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე. რაც შეეხება დანარჩენი ავტოტრანსპორტის მოძრაობის წესებს, მძღოლებს გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ასევე, ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დღის ამბები