უკრაინაში ოკუპანტებმა გვიან ღამით, ქალაქი ნიკოპოლი და ჩერვონოგრიგოვკა დაბომბეს, გარდაცვლილებსა და დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
რუსულმა ჯარმა, გასული დღის განმავლობაში, სუმის ოლქზე იერიში 144-ჯერ მიიტანა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, სკოლა და ადგილობრივი ფერმა, მსხვერპლი არ არის.
უკრაინის თავდაცვის უწყების მონაცემებით, "საკმაოდ რთულია" ვითარება ქალაქ სოლედარში, რომელიც ომის ცხელ წერტილთან ბახმუტთან მდებარეობს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის დაახლოებით 40% დანაღმულია.