26 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
წელს პირველად, 50 უკრაინელი რუსების ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის მიერ დიპლომატიისა და პოლიტიკის მანიპულირების არც ერთი მცდელობა არ იმუშავებს, ყველამ ნახა, რომ რუსეთი მუდმივად იტყუება - ამის შესახებ ვოლოდომირ ზელენსკიმ თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, წელს პირველად მოხდა ტყვეების გაცვლა და უკრაინელი ჯარისკაცების უკან დაბრუნება.

"წელს პირველად, 50 უკრაინელი რუსების ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა . მძიმე ბრძოლები გრძელდება ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქებში, ვითარება ფრონტზე წლის პირველ კვირაში არსებითად უცვლელია.

ამ დღეებში, მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ რუსეთი იტყუება მაშინაც კი, როდესაც ფრონტზე არსებულ ვითარებაზე საკუთარი განცხადებებით ამახვილებს ყურადღებას. რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვა ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალით შობის შემდეგ; თავდასხმები კრამატორსკზე და დონბასის სხვა ქალაქებზე, სწორედ სამოქალაქო ობიექტებზე და სწორედ იმ დროს, როდესაც მოსკოვი ავრცელებდა ინფორმაციას მათი არმიის სავარაუდო „დუმილის" შესახებ; რუსეთის ოფიციალური პირების კიდევ ერთი საფრთხე ევროპისა და მსოფლიოსათვის. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მოსკოვში ისინი საუბრობდნენ სავარაუდო „ზავის" შესახებ.

რუსეთის მიერ დიპლომატიისა და პოლიტიკის მანიპულირების არცერთი მცდელობა არ იმუშავებს. მხოლოდ უკრაინის გაძლიერება, მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მხოლოდ ჩვენი ხალხის დაბრუნება რუსული ტყვეობიდან არის მშვიდობის გარანტი.

დღის ამბები